ზუგდიდში ახალშობილი იპოვეს

2018-03-25 12:10:09

ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ჩვილი ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთერთი სახლის ჭიშკართან ნახეს.

"მეზობლებმა დამიძახეს და მითხეს, რომ ჭიშკართან, პოლიეთილენის პარკში ბავშვი იყო, გამოვედით და ვნახეთ.  ახალშობილი ტიტველი იყო და ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული. შევახვიეთ ნაჭერში და პოლიციაში დავრეკეთ,"- განაცხადა სახლის მეპატრონემ.

ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ჩვილს დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სისხლში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდა. ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ავტორი: ირმა კურტანიძე