2026-11-16 23:11:32
რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქის 2027 წლის ბიუჯეტი 192 518 200 ლარს შეადგენს.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით ყველაზე დიდი თანხა, 83 087 900 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა გათვალისწინებული.
გთავაზობთ დეტალურ ჩამონათვალს, რა მიმართულებით და რომელ კონკრეტულ პროექტებზე გადანაწილდება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი.
ყველაზე მეტი, 28 მილიონზე მეტი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაიხარჯება, მათ შორის:
გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება - 23 603 700 ლარი;
გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება - 2 172 500 ლარი;
საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება - 2 312 900 ლარი.
შემდეგი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იგეგმება:
მელიქიშვილისა და ლომოურის გასასვლელებში გზისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა;
გრიგოლ ხანძთელის ქუჩის გაგრძელებისა და აღმაშენებლის გამზირთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა;
მოდებაძის ქუჩისა და სპორტის აკადემიის გზის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
ნიშნიანიძისა და დოლიძის ქუჩების რეაბილიტაცია;
გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაციის II ეტაპი;
სასაფლაოს ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაცია;
მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;
მესხიშვილის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაცია - რუსთაველის მოედნიდან თოდრიას წრემდე;
შუქნიშნების შეძენა-მონტაჟი.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტში შენობების რეაბილიტაციისთვის 17 800 000 ლარზე მეტია გამოყოფილი:
საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია - 10 974 700 ლარი;
შენობების სახურავების რეაბილიტაცია - 1 000 000 ლარი;
მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში ლიფტების მოვლა-პატრონობა/რეაბილიტაცია - 5 830 900 ლარი.
უფრო კონკრეტულად, იგეგმება:
მესხიშვილის ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია;
თბილისის ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია;
მარჯანიშვილის N11-სა და კლდიაშვილის N21-ში არსებული მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია;
შენობების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია;
მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
შენობების სახურავების რეაბილიტაცია;
მრავალსართულიან სახლებში ლიფტების რეაბილიტაცია.