CO-თი რუსთავში სამი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვით, ინტოქსკაცია ერთი ოჯახის სამმა წევრმა მიიღო, მათ შორის ორი მცირეწლოვანი, 2 და 4 წლის ბავშვები არიან. პაციენტებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ადგილზე გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა პრევენციის მიზნით ბავშვები რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიან. შემთხვევა სავარაუდოდ არასწორად დამონტაჟებული წყალგამაცხელებლის გამო მოხდა.