რუსთავში მე-16 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი დასრულდა

2026-11-16 19:34:46

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რუსთავის N16 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

შესყიდვაში გამარჯვებულად შპს „საბა კონსტრაქშენი“ გამოვლინდა და მასთან ხელშეკრულება 13 ნოემბერს გაფორმდა.

ტენდერი მგფ-მა 2026 წლის 14 აგვისტოს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო:

შპს „როუდ ქონსთრაქშენი“ - 1 501 039 ლარი;

შპს „ნიუკონსი“ - 1 451 492.34 ლარი;

შპს „საბა კონსტრაქშენი“ - თავდაპირველი შეთავაზება 1 451 577 ლარი, საბოლოო - 1 425 777 ლარი;

შპს „რებილდი“ - 1 366 134.23 ლარი.

„რებილდი“ ტენდერიდან 2026 წლის 12 ოქტომბერს დისკვალიფიცირდა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების გამო.

სამუშაოების დასრულების ვადად 2030 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ ტენდერის გამოცხადებისას მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებად 1 707 667.76 ლარი მიუთითა, ხოლო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 12 909 248 ლარია.