რუსთავში XXI მიკრო-რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ეზოში ქათმების, ციცრების, ბატებისა და იხვების ყოფნას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ფრივნელები მამაოს, ტაძრის ეზოში ყავს მოშენებული, თუმცა ღობიდან გადმოდიან და ეზოში გადაადგილდებიან. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ფრინველები ხმაურს, დილის 4 საათიდან იწყენებენ და მათ დაძინების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხმაურთან ერთად ირგვლივ ანტისანიტარიაა. მათი განმარტებით, პრობლემის შესახებ ტაძრის წარმომადგენლებს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ნახეთ ვიდეო.
"ინფო რუსთავი" XXI მიკრო-რაიონში ცამეტი ასურელი მამის ტაძრის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, მათ ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ ციცრები ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს. რაც შეეხება სხვა ფრინველებს, ისინი ტაძრის ეზოში რჩებიან. ტაძრის წარმომადგენლის თქმით ისინი კანონს არ არღვევენ, იქნებიან უფრო მეტად ყურადღებით რომ ფრინველები ტაძრის პერიმეტს არ გასცდნენ. ვიდეო სადაც ქათმების ხმაური ისმის კორპუსში მცხოვრებმა მოგვაწოდა.