2026-11-05 17:11:12
2026 წელს რუსთავში სტანდარტების შეუსაბამოდ დამონტაჟებული გაზის დანადგარი 425 აბონენტს ჩაუხსნეს, ხოლი 510-ს მრიცხველიდან დაუკეტეს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენელმა, კონსტანტინე ზარნაძემ განუცხადა.
მისი ცნობით, 2026 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე აბონენტებისთვის გაზის დანადგარების ჩახსნა ან დალუქვა ყველაზე ხშირად 1 კამერიანი შიდა წვის გამაცხელებლების გამო ხდებოდა.
ზარნაძის ინფორმაციითვე, წლის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით 39353 აბონენტის შემოწმება მოხდა. ეს არიან აბონენტების, რომლებიც კომპანიის წარმომადგენლებს მისვლის დროს სახლში დახვდათ და კარი გაუღეს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 11 ნოემბრიდან საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ახალი წესები მოქმედებს, რომლებიც გაზის დანადგარებისა და შიდა გაზმომარაგების სისტემების უსაფრთხო ექსპლუატაციის მოთხოვნებს განსაზღვრავს. წესების მიხედვით, მომხმარებელმა გაზის დანადგარები დადგენილი ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად უნდა დაამონტაჟოს და გამოიყენოს.