საქართველო VS ლიტვა

2018-03-24 21:39:06

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩი ლიტვის ეროვნულ გუნდთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეხვედრა ქართველთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ოთხივე გოლი პირველ ნახევარში გაიტა. დღეს დებიუტი ქონდა ქართველ ახალგაზრდა ტალანტს გიორგი ჩაკვეტაძეს, რაც გოლით აღნიშნა. ამხანაგურ მატჩს მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, შემდეგ ამხანაგურ მატჩს ესტონეთის წინაღმდეგ 27 მარტს გამართავს.

 

სპორტული ჟურნალისტი ბაჩო ოდიკაძე