ირაკლი ტაბაღუა MFDA ყრილობას დაესწრო

2018-03-24 19:21:49

რუსთავის მერი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. ირაკლი ტაბაღუა ისრაელის მუნიციპალიტეტის ფინანსისტთა ასოციაციის (MFDA) ყრილობას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრები ისრაელის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას, რომლის მიწვევით გაემგზავრა დელეგაცია ისრაელში, მჭიდრო ურთიერთობა აქვს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსისტთა ასოციაციებთან. მუდმივად ხორციელდება გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც გამოიხატება ასოციაციის ყრილობებზე ვიზიტებით და საქმიანი ურთიერთობებით. ისრაელში რუსთავის მერთან ერთად, საქართველოდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. დელეგაციის ვიზიტი 17 მარტს დაიწყო და 24 მარტს დასრულდა.