ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. ბათუმისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს "მერსედესისა" და "ლადას" მარკის ავტომობილები დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავადა 5 ადამიანი. ადგილზე 2 სასწრაფო დახმარებისა და 4 საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ავარიის შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ. ნახეთ ვიდეო.
ავტორი: ირმა კურტანიძე