ორი ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

2026-11-05 21:24:27

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელმა ქორწილში მიმავალ სამ ძმას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა. ორი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი გადარჩა.

დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.