2026-11-01 17:17:16
რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის გამო 6 პირს იძულების წესით, ექსპროპრიაციით, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ შენობა-ნაგებობებს ჩამოართმევენ.
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ 2 ნოემბერს მიღებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც მუნიციპალური განვითარების ფონდს ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.
დოკუმენტის თანახმად, რამდენიმე პირის ქონება პროექტის ზემოქმედების არეალში ხვდება და ვისთანაც გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ექსპროპრიაციას (იძულების წესით ჩამორთმევა) დაექვემდებარება.
მიწის მესაკუთრეებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ბრძანების გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში გაასაჩივრონ.
დოკუმენტში ვკითხულობთ: "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის (კმ 5+000-8+300) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად.
სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ განისაზღვროს ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად.
სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს უფლებამოსილება ვლადიმერ ჯოლოხავასსაკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ლითონკონსტრუქციის VI დასახლებაში, №127, ბ-3-ში (ქ. თბილისი ვახტანგ შანავას ქუჩა №21) მდებარე 233 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე №1 (I სართული 39.73 კვ.მ, II სართული 46.04 კვ.მ), ს.კ: №01.19.33.004.242, მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.
სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს უფლებამოსილება ლეილა მოსულიშვილის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში ვახტანგ შანავას №30-ში მდებარე 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე შენობა/ნაგებობებზე (შენობა №1/1 პირველი სართულის საერთო ფართი 53.74 კვ.მ, შენობა №2/1 პირველი სართულის საერთო ფართი 51.83 კვ.მ, ორივე შენობის საერთო ფართი 105.57 კვ.მ), ს.კ: №01.19.33.004.173, ს.კ: №01.19.33.004.173.01.500 და ს.კ: №01.19.33.004.173.02.500, მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.
სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს უფლებამოსილება ტარეკ შაფიკ სალეჰ ბოტროსდა ამირ რამსეს ტავფიკ იუსუფის თანასაკუთრებაში არსებულ ქალაქ თბილისში, გარდაბნის გზატკეცილსა და მდინარე მტკვარს შორის (ნაკვეთი 154) მდებარე 380 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ: № 01.19.33.019.052) მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.
სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს უფლებამოსილება თამარ ზირაქიშვილისსაკუთრებაში არსებულ ქალაქ თბილისში, გარდაბნის გზატკეცილსა და მდინარე მტკვარს შორის (ნაკვეთი №67) მდებარე 403 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე შენობაზე (№1 მშენებარე), ს.კ: №01.19.33.019.021, მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.
სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს უფლებამოსილება ოთარ შაბურიშვილის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე №277-ში მდებარე 1637 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე შენობა/ნაგებობებზე (№1 არასაცხოვრებელი, ავტოსამრეცხაო და ავტოსარემონტო ბოქსები), №2 არასაცხოვრებელი სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე), ს.კ: №01.81.05.074.010, მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად".