რუსთავში, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. თვითმხილველების თქმით მათ დაინახეს მოხუცი ქალი რომელიც მეორე სართულის თაღზე დადიოდა, ფაქტი შესაძლოა ყოფილიყო სუიციდის მცდელობა რის გამოც 112-ზე დარეკეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს და ექიმებს აბსოლუტურად სხვა ვითარება დახვდათ. აღმოჩნდა რომ 80 წლის ქალს გაფანტული სკლეროზი აქვს, მას ეგონა რომ სხვის სახლში იყო, გამოაღო მეორე სართულის ფანჯარა და დაახლოებით 30 სანტიმეტრი განის მქონე თაღი რამდენიმე მეტრი ფეხიათ გაიარა, შემდეგ კი რომ დაინახა თაღი მთავრდებოდა უკან მოტრიალდა და ბინაში შევიდა. ნახეთ ვიდეო.