2026-11-04 18:00:34
რუსთაველი სპორტსმენები ნიკოლოზ ტალიაშვილი და ნოდარ ციგრიაშვილი 6-8 ნოემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში კრივის საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
ნიკოლოზ ტალიაშვილი შეჯიბრებაზე 70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს, ნოდარ ციგრიაშვილი კი 63 კგ წონით კატეგორიაში იბრძოლებს. მათი კონკურენტები სამ დღიან ტურნირზე კენჭისყრის შედეგად გახდება ცნობილი.
საერთაშორისო ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის მოკრივეები ჩაერთვებიან. რუსთაველი სპორტსმენები რინგზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენასა და წარმატებული შედეგის მიღწევას შეეცდებიან.