2026-10-04 14:56:05
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოქტომბერშო რუსთავში 10 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, რუსთავში ინსპექტირება 59 ობიექტს ჩაუტარდა. ნიმუში აიღეს 16-დან, დოკუმენტურად შემოწმდა 9, გადაამოწმეს 16 და.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორის ფულადი სანქცია 2 ობიექტს რეგისტრაციის არ ქონის გამო დაეკისრა, 2-ს ეტიკეტის არქონისთვის, 1-ს მიკვლევადობის გამო, ხოლო 5-ს ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციისთვის.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 120 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 51-დან, 57 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 122, დააჯარიმეს 26.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.