2026-10-04 14:31:21
რუსთავის მასშტაბით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოქტომბერში ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციისთვის 5 მაღაზია 500-500 ლარით დააჯარიმა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, დაჯარიმებულ შორის არის როგორც ქსელური მაღაზიების ფილიალები, ასევე უბნის მაღაზიებიც.
სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.