2026-11-04 13:55:09
გურჯანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა, დაშავდნენ მისი მშობლები და 3 წლის და.
დაშავებულები სასწრაფო დახარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.