2026-11-03 18:56:38
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი ხევში გადავარდა და რიონ ჰესში ჩავარდა.
ადგილობირივი მედიის "მეგა ტვ-ის" ინფორმაციით, ავტომობილში 2 ადამიანი ისხდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სამაშველო ეკიპაჟები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მყვინთავები არიან ჩართულები.