2018-03-23 21:31:16
ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს რუსთავის #1 საბავშო ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები ეწვივნენ. ბავშვებმა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს. მეხანძრე-მაშველებმა ბავშვებს სამახსოვრო სერტიფიკატები დაურიგეს და ფოტოები გადაიღეს.