2026-11-03 13:10:23
თბილისის რუსთავთან, მცხეთასთან და ლილოსთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად 6 საერთაშორისო კომპანია შეირჩა.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) იმ ექვსი კომპანიისა და კონსორციუმის მოკლე სია გამოაქვეყნა, რომლებიც რუსთავის, თბილისის და მიმდებარე ტერიტორიების დამაკავშირებელი მიწისზედა საქალაქო მატარებლის პროექტის კვლევის მოსამზადებლად იბრძოლებენ.
კომპანიების ჩამონათვალი:
1. Rina Consulting (იტალია) – პარტნიორი ქართული კომპანია „გერგილი“.
2. RITES და ARG Project (ინდოეთი).
3. Aarvee Engineering Consultants და CMC (ინდოეთი).
4. BOTEK (თურქეთი) და Balaji Railroad Systems (ინდოეთი) – პარტნიორი Georgian Engineering Business Groups.
5. BERNARD Gruppe და MC Mobility Consultants (ავსტრია).
6. YUKSEL PROJE (თურქეთი)
შერჩეულმა კომპანიებმა პირველ დეკემბრამდე საბოლოო სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ, ხოლო 30 დეკემბრიდან გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება და კვლევის დაწყება იგეგმება.
კვლევის ჩასატარებლად ADB-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 393 000 აშშ დოლარია.