რუსთავში სასკოლო ფორმების რეალიზაციის მე-2 ეტაპი დაიწყო

2026-11-03 11:45:07

რუსთავში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენის მე-2 ეტაპი დაიწყო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა უთხრა, სარეალიზაციო პუნტქტი კოლეჯ "მოდუსის" ერთ-ერთ კორპუსში მოეწყო.

სარეალიზაციო პუნქტი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.