ხანძარი რუსთავში

2026-11-01 10:10:10

რუსთავში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, #15 კორპუსის სახურავზე თვითნებურად აშენებული ფიცრული ქოხი დაიწვა. ადგილობრივების თქმით, მათ ჯერ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ცეცხლის ქრობა დროულად მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.