რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოკსიკაცია სამმა პირმა მიიღო. არსებული ინფორმაციით თოდრიას ქუჩიდან ქალი და 2 მცირეწლოვანი გუშინ გვიან ღამით "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. 29 წლის ქალი თავს კარგად გრძნობდა და მას სამედიცინო დახმარების გაწევა არ დასჭირდა, მცირეწლოვნებს კი ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები რის შემდეგაც ბინაზე გაწერეს. ინტიქსიკაცია სავარაუდოდ წყლის გამაცხელებლის არასწორმა მონტაჟმა გამოიწვია.