2026-10-25 18:05:38
რუსთაველი დიანა გრიგორიანი სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესის სესიაზე მეორედ წარსდგება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დიანამ განუცხადა, წლის დასაწყისში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესში „Rejuvenating Politics“ ინიციატივის ფარგლებში 2026-2027 წლის მანდატით შეარჩიეს. ახლა კი 51-ე სესიაზეც წარსდგება საქართველოს სახელით.
"ამ წელს ცოტა შეზღუდული დღის წესრიგი არის, ისეთ თემებზე არის საუბარი, რომლებიც საქართველოში არც თუ ისე აქტუალურია. ერთ ერთი თემა არის ახალგაზრდების ჩართულობაზე და ორგანიზაციებთან დაკავშირებით. როგორც ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია დაიკეტა და ეს შეზღუდვებს უქმნის ახალგაზრდებს. შემდეგი თემა იქნება საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველი გამოსვლა. ასევე ვისაუბრებ სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას",- გვითხრა დიანამ.
შეგახსენებთ, რომ დიანა კონგრესის 50-ე სესიაზე მარტში წარსდგა და ის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოდან.