იტალიაში საქართველოს მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს

2026-10-23 12:05:26

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს მოქალაქე 38 წლის მამაკაცს ბრალი ედება ქურდობის მცდელობასა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაში.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 550 ევროს ღირებულების ოთხი სუნამო.
ეჭვმიტანილის თანამზრახველმა გაქცევა მოახერხა.

არსებული ინფორმაციით, წინა დღეს იმავე მაღაზიიდან კაცებმა, დაახლოებით 2000 ევროს ღირებულების პროდუქცია მოიპარეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.