რუსთავის მე-11 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.როგორც ციციშვილის სახელობის კლინიკაში ინფო რუსთავს განუცხადეს, ამ დრომდე 9 წლის მოზარდი ციციშვილი სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული და კომპიუტერული კვლევები. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, მოზარდს ვირუსული ენცეფალიტი დაუდგინდა და მკურნალობა გრძელდება. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდომარეობა უკეთესია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსების განმარტებით, ვირუსული ენცეფალიტი გადამდები არ არის.
თავდაპირველად მე-11 სკოლის მოსწავლე რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ძლიერი თავის ტკივილით, ტემპერატურის რეაქციით და პირღებინებით მიიყვანეს. როგორც ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა, პაციენტს, ვირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუსვევს, რის შემდეგაც მოზარდი კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟმა თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც 9 წლის ბიჭი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს დილით ინფო რუსთავმა ექსკლუზიურად გაავრცელა.