ქვემო ქართლში ერთმანეთს ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა

2026-10-22 12:38:55

მარნეული-თბილისის გზაზე, თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შსს-ში დეტალებს არკვევს.

ფოტო: 24 News