"ინტერტრანსსა" და მძღოლებს შორის მოლაპარაკება შედგა

2018-03-21 17:27:39

კომპანია "ინტერტრანსსა" და გაფიცულ მძღოლებს შორის მოლაპარაკება შედგა. რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსის მძღოლები, რომლებიც მაღლივისაკენ გადაადგილდებიან, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. შეთანხმების პირობების თანახმად, მძღოლები გადასახადის ძველ ტარიფს დაუბრუუნდებიან და მათი ყოველდღიური გეგმიური გადასახადი 60 ლარი იქნება.

 "ჩვენსა და მე-19 სამარშუტო ტაქსის მძღოლებს შორის დიალოგი შედგა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ დილიდან ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. ხოლო ჩვენი კომპანია იმუშავებს იმ შიდა პრობლემებზე მუშაობას, რომელიც დღეს მძღოლებმა შეხვედრის დროს დაასახელეს. ყოველთვიური გეგმიური გადასახადი კი არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება და 60 ლარი იქნება",-განაცხადა "ინტერტრანსის" დირექტორის მოადგილემ, თენგიზ სანიკიძემ.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მათი მოთხოვნათა ნაწილი დაკლაყოფილდა და იმედს იტოვებენ, რომ სამომავლოდ უკეთესი პირობები ექნებათ.

"ტარიფთან დაკავშირებით იყო პრობლემა და უკვე გადაწყვეტილია. მოლაპარაკების 80%-ში შეთანხმება შედგა, დანარჩენი შიდა საკითხია და მოვაგვარებთ ერთმანეთში",- ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა გია მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით კომპანია "ინტერტრანსის"  სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც მაღლივი კორპუსის მიმართულებით გადაადგილდებიან, გაიფიცნენ, ისინი გადასახადის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას აპროტესტებდნენ.