ნოვრუზ ბაირამი მარნეულში

2018-03-21 12:58:21

მარნეულის მუნიციპალიტეტში "ნოვრუზ ბაირამის" დღესასწაულს ზეიმობენ. ღონისძიებები ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის გადაიკეტა. ქალაქში მყოფ სტუმრებს საშუალება აქვთ, ბაირამობისთვის მომზადებული ტკბილეული და ნობათი დააგემომვნონ და ამასთანავე ქუჩაში გამართულ საცირკო სანახაობას დაესწრონ. დღის ბოლოს ქალაქის ცენტრში გალა კონცერტის ჩატარება იგეგმება.

 ბაირამობის დღესასწაულის მისალოცად მარნეულში ჩავიდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და  დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. მათ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცეს.
 
შეგახსენებთ, რომ "ნოვრუზ ბაირამი" გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის გათანასწორება) დღესასწაულია. აზერბაიჯანელები ამ დღეს უკავშირებენ ახალი წლის დადგომასაც. სიტყვა ნავრუზი  სპარსული ენიდან მომდინარეობს და "ახალ დღეს" ნიშნავს.