შვილმა დედა მოკლა

2018-03-21 11:24:05

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში, შვილმა დედა კონფლიქტის ნიადაგზე მოკლა. 91 წლის ქალს შვილმა სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით მიაყენა. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ, 20 მარტს, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა და ბრალდებული უკვე დაკავებულია.