მაღლივი კორპუსის მიმართულებით რეისი არ სრულდება (Video)

2018-03-21 11:05:13

"ინტერტრანსის"  სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც მაღლივი კორპუსის მიმართულებით გადაადგილდებიან, გაიფიცნენ. მიზეზად გაზრდილი ტარიფები სახელდება. მძღოლები ამბობენ, რომ კომპანიამ მათ 50 ლარის ნაცვლად, 60 ლარის გადახდა მოსთხოვა. ჩვენი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა გაზრდილი ტარიფი გააპროტესტეს, "ინტერტრანსის" დირექტორმა მათ მიკროავტობუსების ფარეხში დაყენება და სამარშუტო ტაქსის გასაღების ჩაბარება მოსთხოვა.ამ დროისთვის "ინტერტრანსის" გაფიცული თანამშრომლები ავტოსადგურზე, მე-19 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, არიან შეკრებილნი.

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ ტარიფი კი არ გაძვირდა, არამედ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ზამთარში მგზავრთა რაოდენობის სიმცირის გამო,(სტუდენტები, რომლებიც მგზართა ძირითადი ნაწილს წარმოადგენენ, ისვენებენ) ტარიფი იყო დაწეული, ზამთრის შემდეგ კი თანამშრომლებს მანამდე არსებული ტარიფი უნდა გადაეხადონ. კომპანიის განცხადებით, თუ მძღოლები დროულად არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, ისინი დაკარგავენ სამსახურს. ნახეთ ვიდეო.