ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე სატვირთოში გარდაცვლილი იპოვეს

2026-10-11 13:58:42

ყაზახეთში 73 წლის საქართველოს მოქალაქე სატვირთოს საჭესთან დაიღუპული იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
საქართველოს მოქალაქის, 73 წლის კაცის  ცხედარი "TIR"-ის მარკის სატვირთოში იპოვეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

გვამი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და პათოლოგიური ანატომიის გაერთიანების რეგიონალურ დეპარტამენტს გადაეცა.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.