კაცს იარაღი გაუვარდა და დაიჭრა

2026-10-04 18:27:51

თბილისში კაცს საკუთარი იარაღიდან ტყვია გაუვარდა და დაზიანება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საბურთალოზე მოხდა.

მეზობლებმა გასროლის ხმაც გაიგეს. დაჭრილი ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არკვევს