საავტომობილო გადაადგილება იზღუდება

2026-10-04 16:22:55

დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე გადაადგილება იზღუდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია",-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.