რუსთავში აბონენტებს ელ.ენერგიის მიწოდება 6 საათით შეეზღუდება

2026-10-01 17:55:32

რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგიის მიწოდება 6 საათით შეეზღუდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით 2 ოქტომბერს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მეგობრობის ქუჩაზე, მე-11 მკ/რ და გრანელის ქუჩაზე.

ასევე, ელ.ენერგიის მიწოდება 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს მეგობრობის ქუჩაზე.