საგზაო პროექტები რუსთავში, რომელთა დაწყებასაც მთავრობა 2027 წელს გეგმავს

2026-10-01 14:22:49

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიის მიხედვით, შემდეგ წელს რუსთავში რამდენიმე საგზაო პროექტის დაწყება იგეგმება.

მათ შორისაა, თბილისი-წითელი ხიდის გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა, გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი. პროექტის ფარგლებში თბილისი-წითელი ხიდის გზის კმ22-კმ57 მონაკვეთზე 32 კმ-იანი გზის მშენებლობა იგეგმება.

თბილისის შემოვლითი გზის ლოჭინი-რუსთავის მონაკვეთის მშენებლობა, დაიხარჯება 30 მლნ ლარი. პროექტი ითვალისწინებს ლოჭინი-რუსთავის 10 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.

თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის მშენებლობა (კმ5-კმ8), გამოყოფილი იქნება 50 მლნ ლარი. პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის გზის კმ5-კმ8 მონაკვეთზე 3.6 კმ-იანი გზის მშენებლობას.