2026-09-30 18:25:28
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მიხედვით 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ და 555 ლარი გახდება, იმავე ასაკობრივი კატეგორიის პირებს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, პენსია 665 ლარი გაუხდებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი, პენსია 20 ლარით მოიმატებს.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში 5 ოქტომბრიდან დაიწყება.