2026-09-26 14:18:44
გერმანიაში, საქართველოს სამი მოქალაქე ავტომობილებიდან ნივთების განმეორებით ქურდობისთვის დააკავეს.
დაკავებული 49, 54 და 52 წლის კაცები არიან.
ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნაღდი ფული და ორი ე.წ. „ჩამკეტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მოწყობილობას იყენებენ გასაღების ბრელოკების რადიოსიგნალების გასათიშად.
ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.