რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგია შეეზღუდება

2018-03-19 22:13:07

კომპანია "ენერგო პრო" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მარტს 16:00-დან 18:00 საათამდე რუსთავში, ლეონიძის, მეგობრობის, ლომოურის, მესხიშვილის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში."