დაპირისპირება საყდრისის ტერიტორაზე [PHOTO]

2018-03-19 13:46:03

ბოლნისში, საყდრისის ტერიტორიაზე დაძაბულობაა. ადგილზე დილიდან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებიც საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე იმ 16 ჰექტარი მიწის დათვალიერებას ითხოვენ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე გამოაქვს.

ტერიტორიაზე მოსახვედრად კომპანია RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიის გადაკვეთაა საჭირო, რაზეც აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად უარი მიიღეს. აღნიშნულის გამო კომპანიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც პარტიების წარმომადგენლებმა საყდრისის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი მიიღეს, მათ შლაგბაუმის გადალახვა მაინც მოახერხეს.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად  კომპანია RMG ოპოზიციის წარმომადგენლებს ტერიტორიების დათვალიერებაზე იმ პირობით დათანხმდა, რომ ტერიტორიაზე 20-20 კაციანი ჯგუფები შევლენ.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე