ბავშვების წერილი "ინფო რუსთავს" [photo]

2018-03-18 23:15:08

რუბრიკაში "შენი ხმა" "ინფო რუსთავს" მეგობრობის გამზირის #23 კორპუსის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მცხოვრები ბავშვები შეეხმიანენ და მათი პრობლემის გავრცელებაში და მის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. მოზარდები აცხადებენ რომ სპორტულ მოედანზე მინი ფეხბურთის კარის რკინის მილი გატეხილია და არსებობს საფრთხე რომ თამაშის დროს კარები გადმოვარდეს. პატარები აცხადებენ რომ მსგავსი შემთხვევა მეზობელ უბანში რამდენიმე თვის წინ მოხდა, საბედნიეროდ შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა.