2026-08-16 15:11:14
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ლომოურის ქუჩაზე თავდაპირველად ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი მოძრავ "ფორდის" ავტომობილს შეეჯახა, ხოლო მეორე გაჩერებულ "სუბარუს" შეეჯახა.
შემთხვევის დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მგზავრა. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.