2026-08-15 13:27:29
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ბიულეტინი, რომელშიც 2025 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებზე და 2026 წლის პროგნოზებზეა საუბარი.
ბიულეტინში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რუსთავში და მასთან ახლოს არსებულ მეწყერსაშიშ ტერიტორიებზეა ინფორმაცია მოცემული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების 2026 წლის პროგოზებში ვკითხულობთ, რომ: "მეწყრული, ღვარცოფული და დახრამვითი პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მდ. მტკვრის, ალგეთის, ხრამის და დებედას მაღალი ტერასების კიდისპირა ზოლში მდებარე ს.ს ქესალოს, პირველი და მეორე ქესალოს, აზიზქენდის და ალგეთის ტერიტორიაზე, თბილისი-წითელი ხიდის დამაკავშირებელ გზის ავტომაგისტრალის მიმდებარედ ცალკეულ უბნებზე და იაღლუჯის ქედზე ეროზირებულ ხეობებში".
დოკუმენტის თანახმად: "გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული ობიექტია ქ. რუსთავი- წითელი ხიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სამხრეთ განაპირა პერიფერია(496599-4593600). მეწყერის ფართობი 16,7 ჰა. აზიანებს მაღალი ძაბვის გადამცემ ანძებს და საძოვრებს. საშიშროების რისკი - საშუალო. გასატარებელი ღონისძიებები - ანძების გადატანა მდგრად ადგილზე და ზედაპირული წყლების რეგულირება".
ქ. რუსთავის ფუნიკულიორის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იაღლუჯას ქედი(496945-4599550). მეწყერის ფართობი 20,14ჰა. აზიანებს არსებულ მცენარეულს საფარს, საფრთხეს უქმნის მის ქვევით გამავალ, მაღალი ძაბვის ე.გ.ხ. ანძებს. საშიშროების რისკი - საშუალო. გასატარებელი ღონისძიებები - გრუნტის წყლების რეგულირება, ფერდობის პლანირება, მონიტორინგის წარმოება და ფერდობზე ბიო-საინჟინრო ღონისძიებების გატარება.
რუსთავსა და გარდაბანში სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტები.