ინოვაციების ფესტივალი რუსთავში [video]

2018-03-18 20:26:00

რუსთავში ინოვაციების ფესტივალის დასკვნითი ეტაპი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. ფესტივალის მეორე დღეს, კონკურსში 7 ჯგუფი მონაწილეობდა. ჯგუფებმა საკუთარი პროექტები დამსწრე საზოგადოებას, ქალაქის თვითმართველობის წევრებს და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინეს. მონაწილეებს პროექტები მოიცავდა ქალაქში "ლიტერატურული კუთხის", პარკში სპეციალური ისტორიული აბრების, ასევე სათევზაო ადგილის გამოყოფას,  ქალაქის ღირსესანიშნავი ადგილების მანიშნებლების, ისრების დაყენებას და სკოლებში ბოსტნების გაშენებას, ასევე წარმოდგენილი იყო პროექტი "Zip line" და "aკვადრატი". ინოვაციების ფესტივალი ამერიკული კუთხის, ამერიკის საელჩოს, "როტარი კლუბი-რუსთავი საერთაშორისოს", ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის, რუსთავის მუნიციპალიტეტის, "სიქას", მერიის ინოვაციების ჰაბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების თანაორგანიზებითა და მხარდაჭეროთ ჩატარდა. მედია პრტნიორი "ინფო რუსთავი". ნახეთ ვიდეო.