2026-09-12 19:51:13
რუსთავი-გაჩიანის გზაზე სატვირთო დაგორდა და ხევში გადავარდა [Video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით აღმართზე მიმავალი სატვირთო ავტომობილი სავარაუდოდ მწყობრიდან გამოვიდა და დაგორდა. მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და უკუსვლის დროს ჯერ ბეტონის დამცავ ჯებირს დაეჯახა შემდეგ კი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად 45 წლამდე რუსთაველი მამაკაცი დაშავდა. მაშველებმა სატვირთოს სალონიდა დაშავებული გადმოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით კაცს მოტეხილობები აღენიშნებოდა, ის გონზე იმყოფებოდა და მას სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.