2026-09-10 09:46:26
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
აზერბაიჯანის შაქის რაიონში, დასასვენებელ ზონაში, საბაგიროს ერთ-ერთი გვარლის გაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე უჯალ ბაირამოვია. იგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მკვიდრი იყო.