ქართველმა კაცმა ბრიტანეთში 8 მაღაზია გაქურდა

2026-09-07 18:32:15

ელექტროტექნიკის მაღაზიის 8 ფილიალის გაქურდვის ბრალდებით ბრიტანეთში 27 წლის ქართველი დააკავეს.

დიდ ბრიტანეთში, სუონსის სამეფო სასამართლომ ლონდონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, 20 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება ელექტროტექნიკის მაღაზიათა ქსელ Currys-იდან 19 000 ფუნტ სტერლინგზე მეტის ღირებულების ნივთების ქურდობა.

10 დღის განმავლობაში 8 ქურდობა ჩაიდინა უელსის, დევონისა და კორნუოლის რეგიონებში მდებარე Currys-ის ფილიალებში (მათ შორის ტორკიში, პენზანსში, ტრუროში, პლიმუთში, ბარნსტეპლში, კარმარტენსა და ჰავერფორდუესტში). ბრალდებული ორ თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა. მოპარული ელექტროტექნიკის საერთო ღირებულებამ 19,000 ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა.