2026-09-01 12:30:01
15 სექტემბერს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებეში სწავლა განახლდება.
ახალი სასწავლო წლიდან კი საკუთარი სკოლების შენობებში წელსაც ვერ განგრძობენ რუსთავის შემდეგი სკოლების მოსწავლეები: 1-ელი, მე-2 და მე-16.
1-ელი და მე-2 საჯარო სკოლების შენობები რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და დემონტაჟია საჭირო. სკოლების სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერები მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გამოაცხადოს, თუმცა როდის, უცნობია.
მე-16 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებელად მგფ-მა 1 707 667 ლარის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი 12 909 248 ლარია.
1-ელი სკოლის მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ მე-14 საჯარო სკოლის შენობაში.
მე-2 საჯარო სკოლის - მე-17 და 26-ე სკოლებში.
მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები კი 25-ე საჯარო სკოლაში.
სწავლას მე-9 საჯარო სკოლაში გაახლებენ მე-6 სკოლის მოსწავლეები, თუმცა მალევე დაუბრუნდებიან საკუთარ შენობას, რადგან N6 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე სრულდება.