რუსთავის №16 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

2026-08-17 13:47:25

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავის N16 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებელი მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისთვის 1 707 667 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი 12 909 248 ლარია.

მგფ-ის ცნობით, პროექტების ფარგლებში განხორციელდება არსებული შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და მათი თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. სკოლაში გათვალისწინებული იქნება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების, სპორტული ინფრასტრუქტურის, სველი წერტილების, საინჟინრო ქსელებისა და უსაფრთხოების სისტემების განახლება. ასევე, საჭიროების შესაბამისად, მოეწყობა და კეთილმოეწყობა სკოლების გარე ტერიტორიები. სკოლები სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

წინადადებების მიღება იწყება 10 სექტემბერს და 16 სექტემბერს მთავრდება.