2026-08-23 12:26:17
კანადელი როკ-მუსიკოსი, ბრაიან ადამსი რუსთავში კონცერტს გამართავს.
ლეგენდარული როკ-მუსიკოსი კონცერტს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2027 წლის 17 ივნისს „Roll With The Punches“ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართავს.
როგორც Biletebi.ge-ზე ვკითხულობთ: კონცერტზე შესრულდება როგორც ახალი ალბომის კომპოზიციები, ასევე ბრაიან ადამსის კარიერის ყველაზე ცნობილი ჰიტები, მათ შორის: "Summer of '69," "Heaven," "Run to You," "Please Forgive Me" და "(Everything I Do) I Do It For You." მსმენელს ელოდება მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის სხვადასხვა პერიოდის გამორჩეული სიმღერები და დაუვიწყარი ცოცხალი შესრულება.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 200 ლარიდან 1500 ლარამდეა.
სტანდარტული ბილეთი - 200 ლარი
ფან ზონა - 300 ლარი
VIP - 1500 ლარი