2026-07-23 12:10:04
რუსთავში გაჩერებული ტრაილერიდან კაცი გადმოვარდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრაილერის კაბინაში ასვლას ცდილობდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გამოვარდა.
კაცმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.